„ახალი საქართველოს" მიმართვა ომბუდსმენს

„ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი სახალხო დამცველს განცხადებით მიმართავს. მისი მტკიცებით, ომბუდსმენის რეკომენდაციები გათვალისწინებული არ არის. უფასო სასადილოების სიებში მოხვედრა არა ოჯახის საჭიროებებზე, არამედ განცხადების რეგისტრაციის თარიღზეა დამოკიდებული.

„ახალი საქართველოს” ცნობით, შესწავლილია თითოეული ოჯახი სარეიტინგო ქულების მიხედვით და აღმოჩნდა, რომ ათასობით ბენეფიციარი ვერ სარგებლობს სოციალური პროგრამით.