"ახალი საქართველო" საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის ჩატარებული ტენდერის გამოკვლევას ითხოვს

მიმართვა პროკურატურას. სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველო” ბაღების სააგენტოს მიერ ბავშვთა კვებისთვის ჩატარებული ტენდერის გამოკვლევას ითხოვს. ინიციატორების განცხადებით, მერიამ შპს “ნილის სასარგებლოდ ტენდერის პირობები სპეციალურად შეცვალა და ფიქსირდება ხარვეზები.

მათივე მტკიცებით, კომპანია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არაერთხელ არის დაჯარიმებული. “ახალი საქართველო” პროკურატურას მოუწოდებს, საკითხი დროულად გამოიძიოს, რადგან საქმე მილიონობით ლარს ეხება.