ახალი სანქციები რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ

აშშ რუსეთის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა. ჟურნალისტმა ტილერსონს ჰკითხა, რატომ არ აწესებს აშშ-ის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ გათვალისწინებულ სანქციებს.

შეგახსენებთ, 29 იანვარს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კონგრესს წარუდგინა ანგარიში კრემლთან დაკავშირებული პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების შესახებ. შავ სიაში 210 ადამიანი მოხვდა, მათ შორის რუსეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ბიზნესმენები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შავი სიის გამოქვეყნება ამ პირების წინააღმდეგ სანქციების ავტომატურად დაწესებას არ ნიშნავს. შემზღუდავი ზომების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ცალკე უნდა იქნას მიღებული.