ახალი სამოქმედო გეგმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით
კიდევ ერთი პრობლემა, რაც გლობალური დათბობის პირობებში შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბის საფრთხედ იქცეს. სპეციალისტები კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული, სხვადასხვა ინფექციის მოსალოდნელ გავრცელებაზე ალაპარაკდნენ. განსაკუთრებული აქცენტი წყლით და ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ ინფექციებზე კეთდება. როგორც მედიკოსები განმარტავენ, ამინდის და ტემპერატურის მკვეთრი და ხშირი ცვლილება, სწორედ ის ფაქტორებია, რაც ინფექციურ პათოლოგიების გავრცელების ტემპს კიდევ უფრო აჩქარებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა, ახალი პანდემიისთვის მოსამზადებელი სწავლებები უკვე დაიწყეს. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების სამართავად, კონკრეტული გეგმა დამტკიცებულია საქართველოშიც.