ახალი საკოლექციო მონეტა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება, ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა – „ქართული წიგნი“ მიუძღვნა. მონეტის რეალიზაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ასევე ეროვნული ბანკის ვებგვერდის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 75 ლარია. დიზაინის ავტორი ირაკლი ფაღავაა.