ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში

15:30, 05.09.2018

სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდათ.

პირველი და მე-4 კლასების განახლებული წიგნების გადაცემის პროცესს საქართველოს განათლების მინისტრი, მოსწავლეებთან ერთად, თბილისის 61-ე სკოლაში დაესწრო.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ახალი სასწავლო გეგმის შესაბამისად, სახელმძღვანელოები შინაარსობრივად, ვიზუალურად და ტექნიკურად განახლდა. მისივე განცხადებით, წიგნები ევროპული სტანდარტებით დაიბეჭდა და მათი წონა განახევრებულია.

მსგავსი