ახალი საკანონმდებლო რეგულაციები 

21:36, 04.03.2026

ოპოზიციის ნეგატიური დამოკიდებულებისა და მწვავე კრიტიკის მიუხედავად, რეზონანსული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცებულია.

ცვლილებები ჯამში შვიდ კანონში შევიდა. გაფართოვდა გრანტის ცნება. ახალი რედაქციით, გრანტად მიიჩნევა უცხოეთიდან ნებისმიერი პირისთვის გადაცემული ფინანსები, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ პირი გრანტს კანონის გვერდის ავლით მიიღებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. რვა წლით ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა პირს, ვინც უმეტესწილად უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. განხორციელებული ცვლილებებით მუხლი ემატება სისხლის სამართლის კოდექსს, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების აღკვეთით ისჯება, სახელმწიფო ორგანოების ალტერნატივის შექმნისკენ, სისტემატურად საჯარო მოწოდებაც. ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყანაში გაუმჭვირვალე ფინანსების შემოდინების პრევენცია – ასე ხსნის მმართველი გუნდი მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია და ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურად აცხადებს.

მსგავსი