ახალი საკანონმდებლო რეგულაციები 

21:48, 14.10.2025

ჯარიმების ნაცვლად უფრო მკაცრი პოლიტიკა – თვეების წინ უკვე გამკაცრებული რეგულაციები კიდევ უფრო მკაცრდება.

საკმაოდ დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია დაანონსებულმა გეგმამ, რომელიც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. გზის გადაკეტვაზე, აქციებზე სახეების დაფარვაზე, პიროტექნიკის ან სხვა აკრძალული ნივთების ტარებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, გზის უკანონოდ გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის პირველივე შემთხვევაზე 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული. სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლიც ემატება, რომელიც სამართალდამცველის შეურაცხყოფას ეხება. ხელისუფლება თვეების წინ ამოქმედებულ ჯარიმებს კანონდარღვევების პრევენციისთვის არასაკმარისად მიიჩნევს, ოპონენტები კანონპროექტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აცხადებენ. ცალკეული ოპოზიციონერი აქტორები კანონის გამკაცრებაში ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობასაც ხედავენ. ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.

მსგავსი