ოპოზიციისა და მესამე სექტორის მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება აქციებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები.
ცვლილებები მე-11-ე მოწვევის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. ჯამში 28 კანონს საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი ინაუგურაციის დღესვე მოაწერა. განსაკუთრებით მწვავეა შეფასებები შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომლითაც აქციებისას ნიღბისა და პიროტექნიკის გამოყენება იკრძალება, შესაძლებელი ხდება 48 საათიანი პრევენციული დაკავება და იზრდება ჯარიმები. ოპოზიცია ძალაში შესულ ცვლილებებს რეპრესიებად აცხადებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აქციის მონაწილეთა დაშინებას და პროტესტის ჩახშობას ცდილობს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ცვილებები ევროპულ სტანდარტს შეესაბამება და პრევენციული ხასიათისაა.