ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – შეფასებები

15:05, 05.02.2026

სამართლებრივ ნორმაზე, რომელმაც კონსტიტუციური წესრიგის დაცვა უნდა უზრუნველყოს, მეორე დღეა შეფასებები არ წყდება პოლიტიკოსების მხრიდან. „ქართული ოცნება“ „კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რადგან მათი თქმით, კონკრეტული ძალები მიზანმიმართულად საუბრობენ სახელმწიფო ორგანოების არალეგიტიმურობაზე. გამოხატვის თავისუფლებასა და კონსტიტუციურ წესრიგს შორის კი – ზღვარი სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მმართველი გუნდის განმარტებით – უარგუმენტოდ და ფაქტების გარეშე კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, პოლარიზაციისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების რისკებს ზრდის.

მსგავსი