ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – შეფასებები
ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე პოლიტიკური შეფასებები არ წყდება.
„ქართული ოცნება“ „კონსტიტუციური ორგანოების არცნობის“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს, რადგან მათი თქმით, კონკრეტული ძალები მიზანმიმართულად საუბრობენ სახელმწიფო ორგანოების არალეგიტიმურობაზე. გამოხატვის თავისუფლებასა და კონსტიტუციურ წესრიგს შორის კი ზღვარი სათანადოდ უნდა იყოს დაცული. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მმართველი გუნდის განმარტებით, უარგუმენტოდ და ფაქტების გარეშე კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, პოლარიზაციისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების რისკებს ზრდის.