ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული, პარლამენტში სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაინიცირდება. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ახალ ინიციატივას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.
ცვლილებების მიხედვით, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აიპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისთვის – მათ ანტიკორუფციული ბიუროსთვის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა საჯარო სამსახურში დასაქმებული.
საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც მუხლობრივადაა მითითებული, რომელ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება განხორციელდება.