ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – ცვლილებები საქართველოს კანონში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, აიპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის – მათ ანტიკორუფციული ბიუროსთვის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ. საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც მუხლობრივადაა მითითებული, რომელ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება განხორციელდება.