ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულზე კანონმდებლობა მკაცრდება.
ცვლილებებმა, რომლის ავტორიც „ქართული ოცნებაა“, დანაშაულის ჩამდენი პირისგან უკანონოდ მოპოვებული ქონების ამოღების პროცედურა უნდა გაამარტივოს. დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, მარტივდება დამნაშავე პირისგან, მისი ოჯახის წევრებისგან და მასთან დაკავშირებული პირისგან დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაცია და ამ გზით დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება. ინიციატივა სასჯელის მოხდის შემდეგ კონკრეტულ შეზღუდვებს კანონდამრღვევებსაც უწესებს. დამნაშავე ქვეყნის დატოვება მანამდე აეკრძალება, სანამ დაზარალებულს მიყენებულ ზიანს არ აუნაზღაურებს. ქვეყნიდან გაუსვლელობის უზრუნველსაყოფად, მოსამართლეს უფლება ექნება, ელექტრონული მონიტორინგის სისტემა გამოიყენოს.