ახალი საკანონმდებლო ცვლილებები – პოლიტიკური შეფასებები 

21:17, 29.01.2026

პოლიტიკურ წრეებში და არასამთავრობო სექტორში ვნებათაღელვა მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებსაც. ცვლილებები შედის ჯამში შვიდ კანონში. მათ შორისაა გრანტების შესახებ კანონი, რომელიც წინა წელს უკვე შეიცვალა. ზუსტდება გრანტების განმარტება და ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთა მიერ გასაცემ გრანტებზე მთავრობისგან ნებართვის მიღება იქნება საჭირო. სისხლის სამართლის წესით დაისჯება გარე ლობიზმიც. შეზღუდვები უწესდება პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების მსურველ პირსაც. მწვავეა ოპოზიციის რეაქცია – ოპონენტები კანონროექტებში მედია-ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვის და გასხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს ხედავენ. „ლელო“ დაგეგმილი ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნებით და კანონის გვერდის ავლით თანხების გადმორიცხვის პრევენცია – ამ არგუმენტით ხსნის ინიცირებულ ცვლილებებს ხელისუფლება, რომელიც პოზიციას ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ამერიკული ფონდების დახურვის გადაწყვეტილებით იმყარებს.

მსგავსი