ახალი საჯარო სკოლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა. სასწავლო დაწესებულება განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ  გახსნეს. 435 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია.