ახალი საიმიგრაციო კანონი საფრანგეთში

საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლებისთვის დღეს გადამწყვეტი დღეა. ქვეყნის ცენტრისტული მთავრობა ახალ კანონპროექტს წარადგენს. ინიციატივის ფარგლებში თავშესაფრის მაძიებელთათვის კანონები მნიშვნელოვნად მკაცრდება.

ემანუელ მაკრონი უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საემიგრაციო პოლიტიკის ცვლილების გამო მწვავედ გააკრიტიკეს. პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საფრანგეთი მიგრანტებისადმი ყოველთვის მეგობრულად განწყობილი ქვეყნის იმიჯით სარგებლობდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საემიგრაციო სამსახურს უკვე დაავალა, შეამოწმონ უსახლკარო მიგრანტები, აქვთ თუ არა მათ მინიჭებული ცხოვრების ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არალეგალ მიგრანტებს დააკავებენ.