დაპირისპირება სამართალდამცავებთან, დაკავებები და კონტრაქციები – მთავრობის მიერ ინიცირებული სამოქმედო გეგმის გამო დიდ ბრიტანეთში საპროტესტო ტალღა აგორდა. ქუჩაში გასული მოქალაქეებისთვის არასაკმარისია ის ზომები, რომლითაც საემიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება. საპროტესტო გამოსვლები ულტრამემარჯვენე აქტივისტის მიერ არის ორგანიზებული. დემონსტრანტები მასობრივი მიგრაციის შესაკავებლად უფრო ქმედით ნაბიჯებსა და შემზღუდავ ზომებს მოითხოვენ. მასშტაბური აქციის მსვლელობის დროს გაისმა მთავრობის შეცვლის მოწოდებებიც. ვითარება კონტრაქციამ კიდევ უფრო გაამწვავა. არიან დაკავებულები და დაშავებულები. პრემიერი, მისი რიტორიკიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე უკან დახევას არ აპირებს.