ახალი საფეხბურთო მოედნები 

21:23, 23.08.2025

საქართველოს შვიდ რეგიონში 23 ადგილზე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურ საფარიანი მოედნები აშენდება. მთავრობის დავალებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერები, რომლის დასრულების შემდეგ პროექტების განხორციელებას გამარჯვებული კომპანიები დაიწყებენ. მიზანი რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდების სპორტში ჩართულობის გაზრდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო და სასწავლო პირობების შექმნაა.

მსგავსი