ახალი საერთაშორისო დღის წესრიგი და საქართველო

ამერიკის ახალი ადმინიტრაციის საგარეო პოლიტიკის ძირითადი კონტურები ნელ-ნელა იკვეთება. დონალდ ტრამპმა საკუთარ ინაუგურაციაზე მსოფლიო ლიდერებიდან ერთ-ერთ პირველი ჩინეთის პრეზიდენტი მიიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პეკინი შტატებში ვიცე-პრეზიდენტის დონეზე იყო წარმოდგენილი. ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ მზად არის პეკინში ჩავიდეს. ამერიკის 47 პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ სიძინ პინს ტელეფონით ესაუბრა და ორი ქვეყნის ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მსოფლიო უფრო მშვიდობიანი გახდეს. ოფიციალურ პეკინთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ბოლო თვეებია აქტიურად საუბრობენ ბრიუსელშიც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი ოპონენტები სწორედ ჩინეთთან მჭიდრო   პარტნიორობის გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ჩინეთის ფაქტორი უარყოფით გავლენას მოახდენს. მმართველ გუნდში კი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ პეკინთან ურთიერთობა, შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას ხელს ვერ შეუშლის.