ახალი მსოფლიო დღის წესრიგის კონტურები კიდევ უფრო თვალსაჩინო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ გახდა.
კონფერენციის ფარგლებში რეზონანსული აღმოჩნდა შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლა, რომელმაც ევროპა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და ევროგაერთიანების მთავარ საფრთხედ სწორედ ევროკავშირი და მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები დაასახელა. როგორ გაგრძელდება ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობები ჯერ უცნობია, თუმცა ეს ურთიერთობები სხვა ქვეყნებზეც აისახება, მათ შორის ბუნებრივია საქართველოზეც. ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელი პირდაპირ აცხადებს, რომ ევროგაერთიანებამ ძალის დემონსტრირება, მათ შორის ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერით სწორედ საქართველოდან უნდა დაიწყოს და დანარჩენ მსოფლიოს აჩვენოს, რომ ბრიუსელი სუსტი არ არის.