ახალი საემიგრაციო შეზღუდვები და რეგულაციები აშშ-ში. დონალდ ტრამპი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას, ასრულებს. არალეგალური მიგრანტების გაძევება და უკონტროლო მასიური მიგრაციის შეზღუდვა პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ფართოვდება არასასურველი და მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სია, საიდანაც სრული ან ნაწილობრივი სამოგზაურო შეზღუდვები დაწესდება. ბოლო თვეებში მომხდარმა თავდასხმებმა ტრამპის მიდგომები კიდევ უფრო გაამკაცრა – ახალი დავალება მიიღო საემიგრაციო სამსახურმა, ხელახლა შემოწმდება თავშესაფრის თუ სამუშაო ნებართვები, ასევე გამკაცრდება ცალკეული კატეგორიის ვიზების გაცემა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზების გაცემის გამკაცრების დავალება მიიღო იმ პირებზეც, რომლებიც ფაქტებს ამოწმებენ.