ახალი სადავო კანონი დიდ ბრიტანეთში
ებრაულ თემზე თავდასხმებს და ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხის დონის ზრდას, დიდმა ბრიტანეთმა კანონმდებლობის გამკაცრებით უპასუხა.
პალესტინელების მხარდამჭერი აქციების და ლონდონში მომხდარი ინციდენტების ფონზე მიღებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას ზრდის. იგულისხმება ერთი და იმავე ადამიანების თუ ჯგუფების წინააღმდეგ ერთსა და იმავე ადგილებზე მიმდინარე მარშების შესაძლო აკრძალვის შესაძლებლობა. დაძაბულობის შესამცირებლად და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, თუ სამოქალაქო თავისუფლების შეზღუდვა – დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ კანონის ცვლილებას ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა მოჰყვა. მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ ქვეყანაში პოლარიზაციის დონე იზრდება.