ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში 90 ეკომიგრანტ ოჯახს, თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკის რეალური შედეგია და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სულხან თამაზაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ასევე, ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ სოციალურ პროექტებზე და აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის, აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ, 2000-ზე მეტ ოჯახს კეთილმოწყობილი ბინა ექნება. მთავრობის თავმჯდომარემ, ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, ბოლქვაძეების ოჯახს სიმბოლურად ახალი სახლის გასაღები გადასცა.