ახალი საბავშვო მოედნები

დიდუბის რაიონის გამგეობა, დიღმის მასივში რამდენიმე მისამართზე, დასასვენებელი სივრცეებისა და საბავშვო მოედნების მოწყობას განაგრძობს. პროექტის ფარგლებში, ახმეტელის ქუჩაზე და დიღმის მასივში  სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩატარდა. დასასვენებელ სივრცეებში განთავსდა საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სკვერების ნაწილი მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით და დამონტაჟდა განათების სისტემა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო მოედნები, სადაც სხვადასხვა სახის გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა, ასევე, ფიტნეს ზონები, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ასაკის მომხმარებელზე. გარდა ამისა, ტერიტორიებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.