ახალი საბავშვო ბაღები სოფელ სართიჭალასა და მარტყოფში

12:25, 19.03.2025

სოფელ სართიჭალასა და სოფელ მარტყოფში საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა. დაწესებულებები 150 ბავშვზეა გათვლილი. მოეწყო საძინებელი სივრცე, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ასევე რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები.

საბავშვო ბაღები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვემო ქართლის რეგიონში, ჯამში, 20 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებდა, საიდანაც უკვე დასრულებულია ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

პროექტები „ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ 71 მილიონი ლარით ფინანსდება. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

მსგავსი