ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია
„საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ – შინაგან საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში პირველად შეიქმნა და ის უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებაზეა ორიენტირებული. სამწლიანი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა, აკადემიურ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ მომზადებასაც ითვალისწინებს. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწავლის სრულ დაფინანსებაზე, სტუდენტებისთვის შექმნილ თანამედროვე სასწავლო გარემოზე, პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობებსა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების პერსპექტივებზე.