ახალი საბაგიროების მშენებლობა ბაკურიანში

ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო გაიხსნება. მშენებლობა დიდველის მიმდებარედ იწყება.

პროექტის განსახორციელებლად მთავრობამ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

ახალი პროექტის დეტალები „მოამბეში“.