ახალი საავტომობილო ხიდი
თბილისში, მდინარე დიღმურაზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა და დღეიდან იქ გადაადგილება ავტომობილებს შეუფერხებლად შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ხიდის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდა. ხიდი ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დასახლებების დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.