ახალი საავტომობილო ხიდი თბილისში
თბილისში კიდევ ერთი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა.
სოფელი დიღომი ვაშლიჯვარს ახალი ხიდით დაუკავშირდება – ექვსთვიან სამშენებლო სამუშაოებს წინ კვლევები და ძველი, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 64-მეტრიანი ხიდის დემონტაჟი უძღოდა. მოლოდინია, რომ მდინარე დიღმურაზე გამავალი სახიდე გადასასვლელი სატრანსპორტო გამტარუნარიანობას გაზრდის.