ახალი საარჩევნო ბლოკი აჭარაში

18:26, 17.09.2020

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას რესპუბლიკურ პარტიასთან და მურმან დუმბაძის პარტია „ემსახურე საქართველოსთან“ ერთად მიიღებს.

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ დღეს ლევან ვარშალომიძემ დაარეგისტრირა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 31 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი