ახალი რეკრეაციული სივრცე სანზონაში

სანზონის დასახლებაში, N26-27 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული და საბავშვო მოედნები მოეწყო. გაკეთდა მაგიდის ჩოგბურთისთვის სივრცე და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. პროექტის ღირებულებამ დაახლოებით მილიონნახევარი ლარი შეადგინა.