ახალი რეკრეაციული სივრცე სამგორის რაიონში

12:19, 11.07.2026

სამგორის რაიონში 2 600-ს კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. პროექტის დასკვნით ეტაპს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

მოეწყო მოსასვენებელი და საბავშვო-გასართობი ზონები, ასევე პავილიონი. ამ ეტაპზე გარე განათებისა და სარწყავი სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. პროექტისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 628 900 ლარი გამოიყო.

მსგავსი