ახალი რეკრეაციული სივრცე გლდანში

18:41, 22.04.2025

გლდანის რაიონში, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, გლდანის მე-8 მიკრორაიონში, №28 და 33-ე კორპუსების მიმდებარედ, შესაბამის სამუშაოებს 11 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. 8 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე უკვე მოეწყო, დარჩენილ 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები. სამუშაოებს ადგილზე დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო.

მსგავსი