ახალი რეკრეაციული სივრცე გლდანში
გლდანის რაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან საპარკინგე ზონა ეწყობა. პროექტის ფარგლებში ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყობა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონო შემოღობვისა და ავტოფარეხების დემონტაჟიც იგეგმება. აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 783 000 ლარი დაიხარჯება.