იოანე პეტრიძის ქუჩაზე, N186 საჯარო სკოლის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა გრძელდება. პროექტი 1 ჰა. ფართობს მოიცავს. ტერიტორია სრულად გამწვანდება, მოეწყობა თანამედროვე საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, ასევე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. არსებული ფრენბურთის მოედანი გაფართოვდება და რეაბილიტირდება, სკვერი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვება. ასევე მოეწყობა საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები. სამუშაოებისთვის თითქმის მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი.