ახალი რეკრეაციული სივრცე

15:36, 09.02.2026

გლდანის III მიკრორაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება. მ-3 ბ კორპუსის მიმდებარედ, უკანონო შემოღობვებისა და ავტოფარეხების ნაცვლად, დასასვენებელი სივრცე ეწყობა. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონა და ფიტნეს სივრცე განთავსდება, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. პროექტისთვის გლდანის რაიონის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი