ახალი რეკრეაციული სივრცე

15:30, 17.03.2025

პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე იქნება. სამუშაოების შედეგად, ადგილზე სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები მოეწყობა. დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები. ინფრასტრუქტურული პროექტი პეკინის გამზირზე N33, 35, 37 და 39 ა კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია.

მსგავსი