ახალი რეკრეაციული სივრცე

ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონის №9 და №10 კორპუსების მიმდებარედ. 3000ს კვ. მ ფართობზე კეთდება როგორც დასასვენებელი პარკი, ასევე სპორტული მოედანი. სივრცე საჭირო ინვენტარით აღიჭურვება, დაიყოფა ზონებად ბავშვებისა და მშობლებისთვის. დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ღირებულება 960 000 ლარია.