ახალი რეკრეაციული სივრცე

15:22, 17.07.2026

დიდ დიღომს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე აქვს. ახალი დასასვენებელი სივრცე III მიკრორაიონში, N30 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო ზონა განთავსდა. ასევე, მოეწყო ძაღლებისთვის განკუთვნილი კინოლოგიური სივრცე. სამუშაოების ფარგლებში გამწვანდა ტერიტორია, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. რეკრეაციული სივრცე ერთ ჰექტარ ფართობს მოიცავს. პროექტის ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს.

მსგავსი