ახალი რეისი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, ყაზახური დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით მგზავრების დახვედრის ცერემონია გაიმართა. მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ავიაკომპანია ყაზახეთიდან საქართველოში სამი მიმართულებით იფრენს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურსულთანი.