ახალი რეგულაციები ტაქსებისთვის

ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზიის აღების შემდეგ, რეგულაციის მეორე ეტაპი იწყება. 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში მარჯვენასაჭიანი ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. სპეციალისტებისა და მძღოლების ნაწილი შეზღუდვას მხარს არ უჭერს.

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში კი რეგულაციას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებით ხსნიან. შვიდ თვეში ასევე აიკრძალება ორკარიანი ტაქსების გადაადგილებაც. როგორია მერიის გეგმები და კიდევ რა სახის ცვლილებები იგეგმება ოქტომბრიდან, მარიამ აფციაური მოგვიყვება.