ახალი რეგულაციები თამბაქოზე

თამბაქოს რეალიზაციის და განთავსების წესები მკაცრდება. დღეიდან სიგარეტის ვიტრინაზე დადება და ე.წ. დრაივიდან მისი გაყიდვა აკრძალულია. ახალი რეგულაციის მიუხედავად, დღეს  მოამბის კამერამ რამდენიმე ისეთი ობიექტიც  დააფიქსირა, სადაც სიგარეტს ისევ ძველი მეთოდით ყიდდნენ. დღეიდანვე შეიზღუდა ასევე თამბაქოს ცალკეული ღერებით, შეფუთვის გარეშე რეალიზაციაც. სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა სკოლების და სააღმზრდელო დაწესებულებების სიახლოვესაც. ჯარიმები საკმაოდ სოლიდურია. სამართალდარღვევებზე რეაგირებას შემოსავლების სამსახურის ინსპექტორები მოახდენენ.