ახალი რეგულაციები თამბაქოს იმპორტიორებისთვის

პირველი მაისიდან თამბაქოს მწარმოებელი და იმპორტიორები ვალდებულები იქნებიან, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები დაიცვან.

მთავრობის დადგენილებით, ასევე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, კოლოფზე, ბლოკსა და შეფუთვაზე უნდა განთავსდეს სხვადასხვა სახის სამედიცინო გაფრთხილებები.

თამბაქოს რეალიზატორთა ნაწილი რეგულაციების მომხრე არ არის და აცხადებს, რომ ამით მწეველთა რაოდენობა არ შემცირდება.