ახალი რეგულაციები შინაური ბინადარი ცხოველების მეპატრონეებისთვის

21:55, 25.06.2026

შინაური ბინადარი ცხოველების მეპატრონეებისთვის ძალაში შედის ახალი რეგულაციები.

პირველი ივლისიდან ფულადი ჯარიმა დაეკისრება ყველა ფიზიკურ პირს, ვინც ცხოველებს არასათანადოდ ეპყრობა. საუბარია მათ შორის ე.წ. შემგროვებლობაზე, ანუ მდგომარეობაზე, როდესაც ცხოველი ცუდ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში იმყოფება და არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი კვებით. რვა ლარიდან 500 ლარამდე იზრდება მოვლა-პატრონობის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა. გარკვეული წესები იმოქმედებს ოთხფეხა მეგობრების საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეყვანის შემთხვევაშიც.

კიდევ რა იცვლება ცხოველების მეპატრონეებისთვის და რას ითვალისწინებს აღსრულების მექანიზმები – ნახეთ ხატია ნეკაშვილის სიუჟეტი.

მსგავსი