ახალი რეგულაციები კომერციული ბანკებისთვის

მორიგი რეგულაციები საბანკო სექტორში.

ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის პროცესის ხელშესაწყობად ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი ისევ შეიცვალა და ამჯერად 400 000-დან 500 000-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ სხვა ვალუტაში აღარ გაიცემა 500 000 ლარამდე სესხი იმ მოქალაქისთვის, რომელიც ხელფასს ეროვნულ ვალუტაში იღებს. ახალ რეგულაციას სებ-ი დედოლარიზაციის და სავალუტო რისკებისგან დაცვის გრძელვადიანი გეგმის ნაწილად აცხადებს.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა ეფექტი ექნება ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას.