თბილისის ცალკეულ უბნებში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
გარემოს დაცვის და მასზე მავნე ზემოქმედების პრევენციის მიზნით კონტროლი მკაცრდება. ვალდებულებები დაეკისრებათ კერძო მეწარმეებს – გარკვეულ ზონებში აიკრძალება სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორისაა ჯართის და მეორადი საბურავების გაყიდვა, ასევე დაშლილი მანქანების თუ მათი ნაწილების და ფეთქებადი ნივთიერებების რეალიზაცია. რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში მეწარმეებს სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევთ. აკრძალვების მიზნად საქმიანობის დასაშვები არეალების და სამრეწველო-საქმიანო ზონების მოწესრიგება სახელდება.