ახალი რეგულაციები ბიზნესს

2023 წლის 1-ლი იანვრიდან ბიზნესს ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევს. ორი ახალი ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობამ მიიღო და ითვალისწინებს სამუშაო სივრცეში, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, ასევე სპეციალური ნიშნების განთავსებას.

სიახლეები ბიზნესის წარმომადგენლებს შრომის ინსპექტორმა, ბექა ფერაძემ პირადად გააცნო. ცვლილებები კერძო სექტორთან ერთად შემუშავდა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ახალ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. ახალი წესების შესრულებას ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.