ახალი რეგულაციები ბაღებსა და სკოლებში 

თითქმის ექვს თვიანი იძულებითი არდადეგების შემდეგ საქართველოში სწავლა სექტემბრიდან განახლდება.

საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება, ბაღები კი ბავშვებს პირველი ოქტომბრიდან მიიღებენ. სასწავლო პროცესის განახლებამდე დაგეგმილია ყველა სასწავლო დაწესებულების შემოწმება. იმ რეკომენდაციების ჩამონათვალი კი, რისი შესრულებაც ბაღებსა და სკოლებს მოუწევთ, ხვალ  გაირკვევა. უკვე ცნობილია, რომ მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება დეზო-ბარიერის გავლა და თერმო-სკრინინგი, თუმცა ბავშვები სასწავლო დაწესებულებებში შესვლას პირბადის გარეშე შეძლებენ. საჯარო ბაღების მსგავსად პირველი ოქტომბრიდან დაიწყება სწავლა  კერძო ბაღებში. კერძო სკოლებში კი სასწავლო პროცესის დაწყების თარიღზე ამ ეტაპზე ტექნიკური დეტალები ზუსტდება. შემოდგომიდან შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა იგეგმება კინოთეატრებსა და თეატრებშიც.