ცვლილება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.
პირველი იანვრიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მხოლოდ ენერგოეტიკეტით იყიდება. ნებისმიერი მსურველი, ვინც საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას გადაწყვეტს, დახლზე პროდუქციასთან ერთად ენერგოეტიკეტიც უნდა დახვდეს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ინფორმაცია პროდუქციის ენერგოეფექტურობის დონისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. მიზანი ელექტრომოწყობილობის შეძენის დროს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და ბაზარზე ევროპული სტანდარტის დანერგვაა.
მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის, რომელი უწყება გაუწევს პროცესს ზედამხედველობას და რა სახის სანქციები დაეკისრებათ კანონდამრღვევებს.